ტუპინამბა, როგორც ყავის კომპანია, დაარსდა ბარსელონაში 1897 წელს. წლების განმავლობაში, თაობიდან თაობამდე, ტუპინამბა ქმნიდა საუკეთესო ტიპის ყავას განახლებული იერით. ყავის ღვთაებრივი არომატი საუკუნეების სიღრმიდან მოდის. დღეს მრავალი სახეობიდან ყველაზე პოპულარული არაბიკას და რობუსტას მარცვალია, მაგრამ უფრო მეტად გავრცელებული ჯიში არაბიკაა, მისი მარცვლები შედარებით დიდია ზედაპირი კი – გლუვი. რობუსტა უფრო მეტ კოფეინს შეიცავს, თუმცა, არაბიკასთან შედარებით, დაბალარომატულია. ნაზავში არაბიკას პროცენტული შემადგენლობა პროდუქტის ხარისხის განმსაზღვრელი ნიშანია. პირველად საქართველოში კომპანია ტუპინამბა შესაძლებლობას გაძლევთ, შეიძინოთ თქვენი საყვარელი ყავა სახლიდან გაუსვლელად. შეკვეთა შესაძლებელია ჩვენს ონლაინ მაღაზიაში tupishop.ge. მიყევით საიტზე მოცემულ ინსტრუქციას, გამოიწერეთ ნებისმიერი პროდუქტი და ჩვენი კურიერი უფასოდ მოგიტანთ სასურველ მისამართზე.
Close Menu
×

Cart